Tuesday, July 11, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

საინტერესოდ  წარიმართა  ტრენინგის მეცხრე დღე.გადავხედეთ განვლილ  მასალას.მოვისმინეთ  ერთმანეთის  პროექტების  პრეზენტაციები.  ყველა  საინტერესო და თანამედროვე  დონეზე იყო  გაკეთებული.  მომეწონა ჯულიეტა  ხადურის პროექტი ,,ძალადობა'', რომელიც  ძალიან  აქტუალურია.
   პროექტის  ძირეული  საკითხები  ჩამოვაყალიბეთ. გავაანალიზეთ როგორც  თეორიული  ისე პრაქტიკული  საკითხები.
  ვისწავლე  პროექტის  შედგენა, როგორ  დავეხმარო  მოსწავლეებს მათ  შედგენაში. ვფიქრობ  მიღებულ  ცოდნას  გამოვიყენებ  სასწავლო  პროცესში.

Sunday, July 9, 2017

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღს გავიმეორეთ განვლილი მასალა, ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა, გადავხედეთ პორტფოლიოს, გადავიტანეთ პორტფოლიო ბლოგზე, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.

Friday, July 7, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა, შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია, გავეცანით შეფსების რუბრიკას, გადავხედეთ გეგმებს.ვიმედოვნებ მიღბული ცოდნა გამომადგება სასწავლო პროცესში.

Sunday, July 2, 2017

ტრენინგის მე-5 დღე

   გავიმეორეთ წინა დღის საკითები. განვიხილეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. ვიმუშავეთ ბლოგზე და მოსწავლის ბლოგის შექმნაზე.
  ეს დამეხმარება  პროექტზე მუშაობისას.

Sunday, June 25, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

  გავიმეორეთ წინა ტრენინგის საკითხები. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, დროში გაწერილი შეფასების გეგმა და პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
  ტრენინგის მასალებს გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.

Saturday, June 24, 2017

მე-3 დღე

გავიმეორეთ წინა დღის საკითხები. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. გავეცანით საპროექტო თემის  სტანდარტს.ვიმუშავეთ პროექტის მიზანზე და მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.

    გამოვიყენებ სასწავლო პროცესში  პროექტებზე  მუშაობისას.

Sunday, June 11, 2017

ტრენინგის მეორე დღე

დავიწყეთ  საშინაო  დავალების  მიმოხილვით.  გავიმეორეთ  წინა  დღის  მასალა.გავეცანით  პუბლიკაციის  მოთხოვნებს.  რის საფუძველზეც  პროექტის  სარეკლამო  ბუკლეტი,   რეფლექცია გადავიტანეთ  ბლოგზე.მიმოვიხილეთ  ბლოგის  ინსტრუმენტები.  მიღებულ  ცოდნას  გამოვიყენებ  სასწავლო  პროცესში.